A და B კატეგორიის მძღოლები თვითდასაქმებულების დახმარებას მიიღებენ - კალაძე

პუბლიკა

ქალაქის მერმა ფეისბუქზე ლაივჩართვაში განაცხადა, რომ ერთჯერად დახმარებას, რომელსაც მთავრობა თვითდასაქმებულებისთვის გასცემს A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც მიიღებენ.

„ერთი სიახლე მინდა გავაჟღერო ამ დახმარებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხება. A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები როგორც თვითდასაქმებულები მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. როგორ უნდა იმოქმედონ და რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგინონ, მარტივია. დღეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისაუბრეს და ჩვენ სმს-ით დავუგზავნით ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობამ 24 აპრილს მიზნობრივი დახმარების პროგრამა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც თვითდასაქმებულები დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერადად მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას.