შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აბაშის მუნიციპალიტეტში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 40 წლის მამაკაცი.
უწყების განცხადებით, დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 65 წლის თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.