აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის რადიო „ათინათის“ ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ტურისტია, უცხო ქვეყნის მოქალაქე.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„პუბლიკა“ დეტალების დაზუსტებას შსს-თან ცდილობს.