თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევის წყაროებსა და კონტაქტებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 – მოგზაურობის ისტორიით და 4 – საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები. ეზუგბაიას განმარტებით, დანარჩენი (28) ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევებია, რომელთა კონტაქტების მოძიებაც გრძელდება.
მარინა ეზუგბაია covid-19-ის შემთხვევებს რეგიონების მიხედვითაც განმარტავს:
• აჭარა/ბათუმი – 124;
• თბილისი – 20;
• იმერეთი/ქუთაისი – 13;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი/ზუგდიდი – 6;
• გურია/ოზურგეთი – 3;
• მცხეთა-მთიანეთი/მცხეთა – 3;
• რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი/ცაგერი – 1.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 562 გახდა. ეს კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
Stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2 562;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1381;
გარდაცვლილი – 19;
კარანტინის რეჟიმში – 6 633;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;