აჭარა - 190, თბილისი - 179, იმერეთი - 91 – მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილებაზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

• აჭარა – 190;
• თბილისი – 179;
• იმერეთი -91;
• ქვემო ქართლი -28;
• შიდა ქართლი – 10;
• კახეთოი – 11;
• მცხეთა- მთიანეთი – 3;
• გურია – 3;
• სამცხე-ჯავახეთში – 1.

ენდელაძის განცხადებით საქართველოში დადასტურებული 10 752 შემთხვევიდან აქტიური 4 886 შემთხვევაა. აქტიური პაციენტიდნან 63 კრიტიკულად მძიმეა.


დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. დაინფიცირების კიდევ 527 შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 313 კოვიდპაციენტი.

StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
მათ შორის გარდაცვლილი – 72;
კარანტინის რეჟიმში – 5574;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.