აჭარა - 196; თბილისი - 178 | როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 196;
  • თბილისი – 178;
  • იმერეთი – 65;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13;
  • ქვემო ქართლი – 15;
  • შიდა ქართლი – 6;
  • გურია – 1;
  • მცხეთა-მთიანეთი – 4.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 55%-ზე მეტია გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში 5734 აქტიური შემთხვევაა, მათგან კრიტიკულია 50. ამ 50-დან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1 კი ცხინვალიდანაა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, 211 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12 272;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6 538;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 91;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 590;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 393;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.