თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 207;
- თბილისი – 168;
- იმერეთი – 117;
- გურია – 8;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24;
- სამცხე-ჯავახეთი – 3;
- მცხეთა-მთიანეთი – 5;
- კახეთი – 5;
- ქვემო ქართლი – 7;
- შიდა ქართლი – 25
ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან 50 პაციენტია კრიტიკულად მძიმე, მათგან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან, ერთიც ოკუპირებული ცხინვალიდანაა.
საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემი StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით გარდაიცვალა კიდევ 9 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12841;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6867;
მათ შორის გარდაცვლილი – 102;
კარანტინის რეჟიმში – 5590;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.