თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსის ახალი შემთხვევები შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50%-ზე მეტია.
როგორც მან აღნიშნა კრიტიკულია 57 პაციენტი, აქედან 56 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება დღეს გარდაცვლილ 6 პაციენტს აღნიშნა, რომ მხოლო 4 პაციენტის შესახებ აქვს ინფორმაცია.
„ოთხივე პაციენტი არის აჭარიდან, ოთხივე ქალია და მათი ასაკი ასე ნაწილდება – 65 წლის, 76 წლის, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, “- ამბობს მარინა ენდელაძე.
მისი თქმით, რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- აჭარა – 222
- თბილისი – 133
- იმერეთი – 99
- ქვემო ქართლი – 31
- გურია – 10
- მცხეთა-თიანეთი – 10
- შიდა ქართლი – 7
- სამეგრელო- ზემო სვანეთი – 5
- კახეთი – 3
- სამცხე-ჯავახეთი- 1
- იმპორტირებული შემთხვევა – 4
დღეს საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 253 გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.