თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:
• აჭარა – 230;
• თბილისი – 134;
• იმერეთი – 68;
• სამცხე-ჯავახეთი -8;
• ქვემო ქართლი – 8;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი -8;
• შიდა ქართლი – 6;
• კახეთი – 5;
• მცხეთა-მთიანეთი – 5.
ენდელაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4672 აქტიური შემთხვევაა. მათგან 60 – კრიტიკულად მძიმეა. კრიტიკულ პაციენტებს შორის, 59 მართვის სუნთქვაზეა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 472 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10 225;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5 553;
მათ შორის გარდაცვლილი – 66;
კარანტინის რეჟიმში – 5 574;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 338;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.