აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა და აქედან 22 შემთხვევაში დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
ახალი შემთხვევების გადანაწილება კლასტერების მიხედვით გამოიყურება შემდგენაირად:
„20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან. 22 გახლავთ უცნობი შემთხვევა, ჯერჯერობით დაინფიცირების წყარო არ ჩანს. 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული. 3 არის „ხოფას“ სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული. ასევეა პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმოებები, სადაც 2-ზე და 3-ზე მეტი პირიa დასაქმებული“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
შავიშვილის განცხადებით, 1 დადასტურებული შემთხვევა არის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან. მისი თქმით, აღნიშნული პირი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო კონტაქტები მოკვლეული, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. შავიშვილის განმარტებით, კონტაქტებს pcr ტესტი ჩაუტარდათ და ყველა უარყოფითია.
მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 2697 ტესტი იყო აღებული.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 158 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე განახლდა. ინფიცირებულთა ჯამი – 2075-ია.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2075
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1363
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 5882
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41