აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი დადასტურებული შემთხვევაა - რუსუდან შავიშვილი

პუბლიკა

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის კონტაქტირებული, უკვე დადასტურებული, მკურნალობაში მყოფი პაციენტების ოჯახური კონტაქტები.  დანარჩენზე – მიმდინარეობს კვლევები, კონტაქტების მოძიება,  გაღრმავებული ეპიდკვლევით“, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონდიტრო „დონასთან“ აფილირებული არ არის ახალი კონტაქტები. ხოლო, რაც შეეხება ქორწილის კლასტერს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, შაბათ-კვირას ქალაქში განთავსებულ კარვებსა და პოლიკლინიკებში ტესტირებაზე მიმართვიანობამ იკლო.

„კლება აღინიშნება. კარავში 400-მდე ტესტი იყო აღებული. დაახლოებით 180-მდე ტესტი იყო შესული პოლიკლიკებში. ეს მიუთითებს იმას, რომ მიმართვიანობა კლებულობს და კლებულობს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ თავს განიხილავენ, როგორც რისკის შემცველ პირებად“,- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.


განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი ადამიანი. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1684;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1315
  • გარდაიცვალა – 19;
  • კარანტინის რეჟიმში – 6020;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.