აჭარაში კორონავირუსის მერვე შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

აჭარაში დღეს კორონავირუსის მერვე შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რეგიონში დადასტურებული ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ვირუსი საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„საკარანტინო ზონებიდან და დისტანციურად მართვის ცენტრებიდან მუდმივად მისამართდება მოქალაქეები ცხელების ცენტრში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ასეთი იყო 36. 35 შემთხვევაში გვქონდა უარყოფითი პასუხები, ერთ პაციენტს კი კოვიდვირუსი დაუდასტურდა.

ის გადმოვიდა თურქეთიდან ერთი კვირის წინ. დაახლოებით არის 60 წლამდე ქალი. მისი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა მას დამატებითი კვლევები შემდგომ ჩაუტარდება. ის იყო მარტო, ოჯახის წევრების გარეშე”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მალე დაიწყება მორიგი პაციენტის გაწერის პროცედურები.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –157;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 28;
  • კარანტინის რეჟიმში – 5526;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344;
  • გარდაიცვალა 1 პაციენტი.