აჭარაში უმაღლეს საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პუბლიკა

აჭარაში უმაღლეს საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

კომისიის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ.

უსკოს შენობასთან შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები. პროტესტის გამოხატვის მიზნით, ისმის საყვირების ხმა.

„დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისია აპირებს იმ გაყალბებული შედეგების დაკანონებას, რომელიც 31 ოქტომბერს შედგა. მარტივ ციფრებს გეტყვით, 5625 ბიულეტენი არის გაბათილებული, 1781 უბრალოდ დაკარგული, მხოლოდ უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნებისთვის, ელგუჯა ბაგრატიანს უთხრეს რომ არჩევნები 22 ხმით წააგეო, ეს მაშინ როცა 1591 მას გაუბათილეს და 281 დაიკარგა.

არავინ არსად შესვლას არ ცდილობს, უბრალოდ გვინდოდა რომ გაყალბებული ოქმები მიგვეკრა ფასადზე, რის გამოც, დასაწყისში უარი გვითხრეს, მერე მოგვცეს ამის უფლება, კრიმინალი ხდება შიგნით რაც ხდება, სამწუხაროდ პილიცია კრიმინალურ აქტს იცავს.

გავაპროტესტებთ ბოლომდე, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისევე როგორც საქართველოს პარალმენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება ხელახლა და ის იქნება სამართლიანი არჩევნები“,- განუცხადა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ.