აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს აქციაზე წასვლას - განცხადება სამუსიკო სასწავლებელში / ბათუმელები

პუბლიკა

„აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან,“ – ეს განცხადება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე იყო გამოკრული. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები” ავრცელებს.

„ბათუმელები” სკოლაში მივიდა, სადაც მასწავლებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს,  რომ განცხადება დირექციამ გამოაკრა.

სამუსიკო სასწავლების დირექტორმა კი ბათუმელებს უთხრა, რომ ტექსტი შეცდომით დაიბეჭდა და სამინისტრო ამასთან კავშირი არ ჰქონია.

როგორც გამოცემას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა უთხრა, მას მსგავსი ბრძანება არ გაუცია და არც სმენია ამ ფაქტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 29 აპრილს ხელისუფლებას აქცია აქვს დაგეგმილი, და  საკუთარი მომხრეების მობილიზებას ე.წ. ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს.