აჭარის მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა.

პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო. ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც მაია მერკვილაძემ.

გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

მრჩევლებს არჩევანის გაკეთება 9 კანდიდატს შორის მოუხდათ. კონკურსში მონაწილეობდნენ: დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე და შოთა გუჯაბიძე.

მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეხუთედ გაიმართა.

2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს