აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.
„ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება”, – წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გამოუგზავნეს.
ორი კვირაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა საინფორმაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი – შორენა ღლონტი და მაია მერკვილაძე.