აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, უკვე ორი კვირაა, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ახალი არჩევნების გამართვას მოითხოვენ.