აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო

პუბლიკა

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო, მობილიზებული იყო პოლიციაც.  „აჭარის მაუწყებელის“ ცნობით, ციხისძირის მოსახლეობა წყლის პრობლემების გამო მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდა.

„ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან იმის გასაგებად, როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ, როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული, ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების დადგმას გეგმავენ. მათი თქმით, სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.