აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე, „ლელოს“ შეუერთდა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯამბულ ხოზრევანიძემ 22 ივლისს დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
„2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. დღეს ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ იმ გუნდზე, სადაც მე ვიყავი, 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება. ასევე, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შექმნეს 2005-დან 2012 წლის პერიოდში რეჟიმი, სრულიად საქართველოსთვის მიუღებელი. დღეს ვხედავ, რომ 2020 წელშიც გრძელდება იგივე რეჟიმი და ეს არის ჩემთვის მიუღებელი.
ეს არის გუნდი, რომელიც არ აფასებს თავის აქტივისტებს. ე.წ. 2012-იანებს, რომლებაც სიცოცხლის ფასად შეცვალეს ეს რეჟიმი და ჩვენ ერთად ვიბრძოდით მთელი 9 წელი. რუსთველზე ვათევდით და ვაღამებდით იმისთვის, რომ საქართველო წინ წასულიყო. დღეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ იმ რეჟიმს და ახლა მოკალათდნენ ამ ხელისუფლებაში და ვხედავთ, რომ კიდევ უნდათ შექმნან უფრო ცუდი რეჟიმი. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც აჭარას ამუხრუჭებენ.
ჩემდა სამწუხაროდ, 2020 წელს 55 წლის ადამიანს მიწევს იმ უკანა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს“, – განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.