მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ჰარლემ დეზირი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. დეზირი წუხილს გამოთქვამს ტელევიზიის პერსონალის გათავისუფლებისა და სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის შესაძლო ჩარევის გამო.
„ვწუხვარ საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს საკვანძო პერსონალის ნაწილის თანამდებობიდან მოხსნისა და გადადგომის გამო, ასევე შეშფოთებული ვარ გავრცელებული ინფორმაციით იმის თაობაზე, რომ მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკაში ერევა. დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ როლს ასრულებს და უმთავრესია მედიის თავისუფლებისთვის“, – წერს დეზირი Twitter-ზე.
აჭარის ტელევიზიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეცანით მედიაკოალიციის განცხადებას;