საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა.
თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატს სამი წევრის (საბჭოს ნახევრის) მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ტატიშვილი სამი წლის ვადით აირჩიეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი ხელმეორედ ტარდებოდა. წინა კონკურსში ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.
ლადო ტატიშვილი მხატვარი, მუსიკის მკვლევარი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია, კითხულობს ლექციებს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის შესახებ.