აჭარის ტელევიზიის დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე აირჩიეს.

კიკვაძეს მხარი საბჭოს 7-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 1 წინააღმდეგი იყო.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსი მესამედ გამოცხადდა, ირაკლი კიკვაძე კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო.

ის ამ თანამდებობას სამი წლის ვადით დაიკავებს.