აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა 

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის საბჭოს წევრებს გააცნო.

მაღლაფერიძემ მათ ვლადიმერ ტატიშვილის წერილი გააცნო.

ვლადიმერ ტატიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორად სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს.

მაღლაფერიძის თქმით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ეკა-ელენე შაინიძე შეასრულებს.

ტატიშვილის გადადგომის მიზეზებზე ვასილ მაღლაფერიძეს არაფერი უთქვამს.