აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო

პუბლიკა

აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება 2023 წლის ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას მოჰყვა. ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკრიტიკებდნენ.

ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა.

მომხდარს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

„გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული „ქოცების” დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს!

ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.

ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”,- წერს ხაბეიშვილი.