აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული

პუბლიკა

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. შსს-ის ცნობით, აქციაზე საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩულებლობას გულისხმობს.


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს  პირველი სხდომა დღეს იმართება; დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ, ცნობენ საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას და აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად, აქციას მართავენ და მანდატების დათმობისა და ბოიკოტის შესახებ ორ დოკუმენტს საჯაროდ მოაწერეს ხელი.

პოლიტიკოსებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილები არიან აქტივისტებიც , რომლებიც საყვირებითა და ბანერებით სხდომის მიმდინარეობას აპროტესტებენ.