მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ქალი ამბობს, რომ ვაკეში მანქანით გადასწრების გამო აჩიკო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – მის მანქანას ჯერ წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და თავს დაესხა.