მომღერალი აჩიკო მეფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში და 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქმეს მოსამართლე ლელა შკუბულიანი განიხილავდა.
მოსამართლემ ძალადობის ნაწილში მეფარიძეს 10000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო მუქარის ნაწილში 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დიდმა სასჯელმა მცირე შთანთქა.
ამის შესახებ „პუბლიკას“ მეფარიძის ადვოკატმა ლევან ზაქრაძემ დაუდასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
გადაწყვეტილებას მიესალმე დაზარალებული ქალი ლელა ჯუღელი.
შემთხვევა 2022 წელს მოხდა.
დაზარალებულმა ლელა ჯუღელმა განაცხადა, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.