აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი აღდგენილია - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, გუშინდელი ძლიერი კიბერშეტევის შემდეგ აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი.

„ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია სინოფარმის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.


„სინოფარმის“ ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდი booking.mov.gov.ge, სადაც მოქალაქეებს დოზები უნდა დაეჯავშნათ, გაითიშა. სამინისტროს ცნობით, მიზეზი პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევა იყო.