პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში არიან ოპოზიციაში, უკრაინაში არიან ხელისუფლებაში.
„გვაქვს სამწუხარო მოცემულობა და ძალიან უცნაური, რომ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში ოპოზიციაში, უკრაინაში არიან ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა და ალბათ უნიკალური მსოფლიო ისტორიაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო, ალბათ, ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რომელიც დღეს არის ძალიან რთულ ვითარებაში. ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო და კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ეს მოცემულობა ქნის კონკრეტულ პრობლემებს, რაც გამოიხატა ელჩის გაწვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ამის დასტურია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზეა.
„ასევე, ადეიშვილი გენპროკურორის მრჩეველია, ასევე – გია ლორთქიფანიძე და ა.შ. არახამიაც არის მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი“, – განაცხადა კობახიძემ.