„ადამიანი, რომელიც დაიღუპება, შეიძლება შეგეცოდოს" - ღარიბაშვილი „საწყალ ბიჭებზე"

პუბლიკა

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა მისივე განცხადება, როდესაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები „საწყალ ბიჭებად” მოიხსენია. მან ამის გამო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

„ამ სიტყვას ხშირად ვიყენებ, შეიძლება ეს ჩემი… ადამიანი, რომელზეც შეგეცოდება, ან გარდაიცვლება, ხშირად შეიძლება გამოიყენო ადამიანმა უბრალოდ ეს ტერმინი.

ადამიანი, რომელიც დაიღუპება, შეიძლება შეგეცოდოს და გულწრფელად გამოხატო შენი ემოცია. ეს ემოციის გამოხატულებაა და ემოციის გამოხატვაზე ადამიანს უთხრა, რომ რატომ გამოიყენე ეს სიტყვა, ეს არის, არ ვიცი…”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


„მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს.