ადგილობრივ შაქრის წარმოებას ავაღორძინებთ - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ეხმარება რიგ ბიზნესებს, მათ შორის არის შაქრის ბიზნესი.

მისი თქმით, ადგილობრივი შაქრის ბიზნესის აღორძინება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც კონკრეტულ ბიზნესს „აგარის კომბინატს“, არამედ ადგილობრივ შაქრის წარმოებას.  ეს ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ჩვენ სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, რადგან საკუთარი რესურსით მაქსიმალურად შევძლოთ ბაზარი მოვამარაგოთ, ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება არის ასეთი დარგი“, – განაცხდა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აგარის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად, დაიწყოს წარმოება სწრაფად და თუ სხვა კომპანიები გამოჩნდებიან, სახელმწიფო მათაც დაეხმარება.