ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაცია იყო - გამყრელიძე აჭარის მაუწყებლის მუშაობის შეჩერებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვაზე,- თუ ვისი რეკომენდაცია იყო აჭარის მაუწყებლობის შეჩერება, პასუხობს, რომ ეს „ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაცია იყო“

„მუშაობს აქტიურად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კარგია რომ ყველა გამოკვლეულია. ამ ეტაპზე, იმ ერთი შემთხვევის გარდა, ყველა უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ, რომ შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

დიდი ალბათობით იქ ჩვენ არ გვექნება ე.წ. ტელევიზიის კლასტერი, მაგრამ ე.წ. თვითმონიტორინგი, ვინც ახლო კონტაქტი იყო, ეპიდემიოლოგები აკეთებენ და ისინი გადაჰყავთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, პროცესი მალე დამთავრდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებლმა მუშაობა შეაჩერა და მის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.