ქუთაისში საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დააკავეს ერთი არასრულწლოვანი. მათი ინფორმაციით, არასრულწლოვანის დაკავებას აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ძალის გამოყენებით ის უკვე გაიყვანეს პერიმეტრიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების სავარაუდო მიზეზი, ადგილობრივი მედიის თქმით, დაკავების სავარაუდო მიზეზი არასრულწლოვანის მიერ პოლიციელების მისამართით მსუბუქი პიროტექნიკის, ე.წ „ბომბაჩკის” სროლა იყო.