ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემა დაიწყო.
დღეს, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ცესკოს თანახმად, აირჩევა 64 საკრებულოს 2 058 წევრი როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერი.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 9 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ასევე, არ აკვირდება ეუთო/ოდირი, ასევე, ადგილობრივი ორგანიზაციები: „საია”, „სამართლიანი არჩევნები”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და სხვები.