ადიგენის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი ადამიანი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს. წყება ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ..-ს, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“, – წერია განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.