ადიგენში, სადაც მუსლიმები პარასკევის ლოცვის შესრულებას აპირებენ, აქცია იმართება. შესაბამის ვიდეოს ადგილიდან გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ადიგენში მცხოვრები მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები – ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მსგავსი ეპიზოდი ადიგენში შინა თვეშიც მოხდა. კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2024 წლის 8 მარტს ადიგენში განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სსკ-ის156-ე მუხლის (დევნა) საფუძველზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა.