ადრე ნაპოლეონი და ჰიტლერი, ახლა კი ამერიკელები ცდილობენ ევროპის დამორჩილებას - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ მოიხსენია უკრაინის ხელისუფლება „ნეონაცისტურად“ და დააბრალა უკრაინელებს, რომ ისინი „ცდილობენ მოქალაქეები ფარად გამოიყენონ“.

შეერთებული შტატების პოზიცია კი ლავროვმა ნაპოლეონსა და ჰიტლერს შეადარა და თქვა, რომ მათ მსგავსად ამერიკელებსაც  ევროპის დამორჩილება სურთ.

„წარსულში, ნაპოლეონსა და ჰიტლერს ჰქონდათ მიზნად ევროპის დამორჩილება – ახლა ამერიკელები აკეთებენ იმავეს“, – თქვა ლავროვმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ხალხი უნდა მოეშვას სიტუაციის ჰოლივიდური ფილმის ჭრილში აღქმას, რადგან აქ „აბსოლუტური ბოროტება არ არსებობს“.