ადრეული განათლების სპეციალისტები: ხმამაღლა გამოხატეთ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ

პუბლიკა

ადრეული განათლების სფეროს სპეციალისტები მიმართავენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების, გაერთიანებების წარმომადგენლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს: „დავდგეთ ჩვენი ბავშვების აწმყოსა და მომავლისთვის”.

ადრეული განათლების სფეროს სპეციალისტები წერენ, რომ მათი როლი სცილდება ბაღის ოთახებს, ვინაიდან აშენებენ ხვალინდელ დღეს.

განცხადებაში ვკითხულობთ: 

„დღეს ჩვენი კოლეგები და თანამოქალაქეები, ადამიანები ტრენინგებიდან, ვებინარებიდან, ბაღში სუპერვიზიებიდან და ამ ადამიანების მეგობრები, ოჯახის წევრები, თქვენი მეზობლები, თანამოქალაქეები, თქვენი აღზრდილი ბავშვები, წარმოუდგენელ სისასტიკეს განიცდიან – მათ სცემენ, აჩუმებენ და სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლებასა და სამართლიანობაზე ხმამაღლა საუბრობენ, თქვენთვის, ჩვენთვის!

ხმამაღლა გამოხატეთ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.

ხმამაღლა გამოხატეთ პროტესტი ევროკავშირში გაწევრიანების განხილვების შეწყვეტის შესახებ განაცხადზე, რადგან ეს წინააღდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან და ძირეულად აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

იმოქმედეთ ახლა, გამოხატეთ პროტესტი ნებისმიერ თქვენთვის მისაღები გზით:

  • შეაჩერეთ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი

გაერთიანდი, გააჩერე მომსახურება, როგორც მშვიდობიანი პროტესტის ფორმა. ეს გაჩერება არის ყველაზე დიდი მოძრაობა ახლა.

  • გადით გარეთ

შემოუერთდი მოძრაობას სამართლიანობისა და ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით. ნუ დაელოდები სხვას, მოუწოდე, რომ აგყვეს!

  • გაავრცელეთ ღირსეული გზავნილი, ცხადი და მკაფიო

აიმაღლე ხმა სოციალურ ქსელებში, რათა სოლიდარობის მოწოდება გააძლიერო.

  • მხარდაჭერა გამოუცხადეთ მამაცებს

დადექი მათ გვერდით, ვინც ყველაფერს რისკავს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის! დაანახე ამ ადამიანებისადმი პატივისცემა შენს გარემოცვას! გააპროტესტე მათ მიმართ ძალადობა!

ორშაბათს, 2 დეკემბერს

გამოდით თქვენი ბაღების შენობების წინ და დაიწყეთ მოძრაობა!”.

მოწოდების ავტორები:

  • ცირა ბარქაია – ადრეული განათლების და ინკლუზიის სპეციალისტი, ფსიქოლოგი
  • ხათუნა დოლიძე – ფსიქოლოგი, ადრეული განათლების სპეციალისტი
  • ლიკა ქურციკიძე – ფსიქოლოგი, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი
  • ნუცა ფრუიძე – ადრეული განათლების სპეციალისტი
  • ნინო ცინცაძე – ადრეული განვითარების და ენა მეტყველების თერაპიის სპეციალისტი
  • თამთა კუხალეიშვილი – ადრეული განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი
  • ნინო ჯიჯავაძე – ადრეული  და სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
  • თამარ ბაქრაძე – ადრეული განათლების სპეციალისტი
  • ნინო გულიაშვილი – ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განათლებისა და განვითარების სპეციალისტი
  • ნათია კუხალეიშვილი-რუხაია – სერთიფიცირებული გეშტალტთერაპევტი, ადრეული განათლების სპეციალისტი
  • ანა ჯანელიძე –  ადრეული განათლების სპეციალისტი
  • თამარ უჩანეიშვილი – ინკლუზიური განათლების სპეციალისტი
  • ნინო ალელიშვილი – ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
  • თამარ საღინაძე – ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი
  • ოლღა მუსხელიშვილი – ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტი