ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარობას აპირებს

პუბლიკა

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის წერს, აპირებს კანდიდატად თავის წარდგენას, მაგრამ რომელი პარტიიდან ამას არ აკონკრეტებს.

„ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება,”- წერს ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე მორაგბეების ადვოკატია. ის ასევე იყო მსჯავრდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი, რომელსაც ხადას ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის საქმეზე უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ადვოკატი მედიასთან ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რომელი პარტიის სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.