ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს

პუბლიკა

ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილი სოსო გოგაშვილის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ მას გოგაშვილის ოჯახი დაუკავშირდა, თუმცა ჰონორარზე და სხვა პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მან გოგაშვილთან მუშაობა შეწყვიტა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროში მან სოსო გოგაშვილი მხოლოდ ერთხელ მოინახულა.

„მისი თხოვნით ოჯახთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შევედი მასთან ერთხელ, თუმცა ვერ შევთანხმდით ჩვენი მუშაობის პირობებზე [ჩემი ჰონორარი და ა.შ.] და ამის მერე აღარ გაგრძელებულა ურთიერთობა.

არანაირი შემხებლობა არ მაქვს ვახტანგ გომელაურთან, არც ვიცნობ საერთოდ და ვერ გეტყვით. ნამდვილად არავის არსად გავუგზავნივარ.

მე უშუალოდ მათი თხოვნით შევედი, კონტრაქტი გავაფორმეთ მის მეუღლესთან, შევედი, ვისაუბრეთ ზოგადად მომსახურების პირობებზე და მეტი კომუნიკაცია აღარ ყოფილა“, – ამბობს ადვოკატი.

დღეს, 26 აგვისტოს სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ვახტანგ გომელაური მასთან შუამავლად ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილს იყენებდა.