ადვოკატი: საკაცით, ეტლით ან სხვა საშუალებით სააკაშვილს სურს, დაესწროს პროცესს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ირაკლი ლომია კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი არის  და თანახმაა, ნებისმიერი საშუალებით დაესწროს ხვალ ჩანიშნულ სასამართლოს სხდომას.

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს. პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას. იმდენად უნდა დაესწროს თავის სასამართლო სხდომას, თუნდაც დამხმარე საშუალებებით, იგულისხმება ეტლი, საკაცე, ან ნებისმიერი სხვა საშუალება… “, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ისინი სასამართლო სხდომაზე დააყენებენ შუამდგომლობას მოწმეების მოხსნის თაობაზე, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ გაჭიანურდეს პროცესი. ადვოკატი ამბობს, რომ სხდომაზე ცენტრალური მოწმეები უნდა დაიკითხონ მხოლოდ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ხვალ 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე უნდა იმსჯელონ მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე.