ადვოკატი: სტრასბურგმა ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვა დაიწყო

პუბლიკა

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვაც დაიწყო.

საჩივარი 4 მარტს გაიგზავნა.

ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ასევე, გადასინჯვის დროს პატიმრობის ძალაში დატოვების კანონიერებაზე დავობს.

ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.