ერთი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.
ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაური ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ზვიადაურს ეყოლება თავდებიც.
„ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვის გულისხმობს, ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი პაუსხობს: „ვიცი, რომ ოლიმპიური მოქმედი ჩემპიონები არიან მზად“.
შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ზურაბ ზვიადაურის ნათლულს, ლაშა ბექაურს, ადვოკატი ამბობს, რომ კი და არა მხოლოდ მას.
„ალბათ, ლაშაც იქნება ტალახაძე. მზაობას გამოთქვამს. მზად არიან ორივე, თავდებში ჩაუდგენ ამ ადამიანს“, – განუცხადა მურმანიშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პროკურატურამ 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე – ზ.ზ.-ს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ჯ.ჯ.-ს ბრალდება დღეს წარუდგინა.