ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

პუბლიკა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა – არჩევნების მეორე ტურში მან ამომრჩევლის 1473 ხმა მიიღო, მეორე კანდიდატს, ირაკლი ჩომახაშვილს კი 1366 – მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მეორე ტურის კენჭისყრაში სულ 2855 ადვოკატი მონაწილეობდა.

მეორე ტური გუშინ, 21 დეკემბერს გაიმართა.

არჩევნების პირველი ტურის შედეგად დაკომპლექტდა აღმასრულებელი საბჭო, ეთიკისა და სარევიზიო კომისიები.

საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვეს:

• კახა კოჟორიძე
• როინ მიგრიალური
• გიორგი ფანცულაია
• ნუგბარა როსტიაშვილი
• ნინო ლიპარტია
• დათუნა მოდებაძე
• რაისა ლიპარტელიანი
• შოთა მანელიძე
• ლევან მახარაშვილი
• ზაქრო გვიშიანი
• ქეთევან უტიაშვილი

მათგან 3 – გიორგი ფანცულაია, ნინო ლიპარტია და ზაქრო გვიშიანი ირაკლი ჩომახაშვილის გუნდის წევრები არიან, დანარჩენი 8 კი ირაკლი ყანდაშვილის.

სარევიზიო კომისიაში აირჩიეს:

1. ზვიად კორძაძე
2. დარიკო თორდია
3. გიორგი თევზაძე
4. ლელა ბჟალავა
5. მარინე ნიქაბაძე

ეთიკის კომისიაში:

ადვოკატი წევრები:
1. ინგა ბეგიძე
2. გოგა ხატიაშვილი
3. ოთარ კაჭკაჭიშვილი
4. მამუკა ნოზაძე
5. გელა სიორდია
6. ცისმარი ონიანი
7. ია გაბედავა
8. დიანა გვიშიანი
9. იმედა ბეროშვილი
10. ეკატერინე გეწაძე
11. ეკატერინე მაჭარაშვილი
12. მარინე ცუცქირიძე

არა ადვოკატი წევრები:

  1. ირაკლი ბურდული
  2. ნათია ჩიტაშვილი
  3.  სოფიო ჩაჩავა