აეროპორტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

აეროპორტთან, აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი თქმით, აქციის მონაწილეები დააკავეს რამდენიმე მუხლით, მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

აეროპორტთან მოქალაქეები დღეს მოსკოვი-თბილისის რეისის დასახვედრად მივიდნენ და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტეს.