„აფერხებს საჯარო დებატებს" - ეუთოს წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე

პუბლიკა

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო საქართველოს პარლამენტში კრიტიკული მედიის 4 ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა.

მან პოსტი „მთავარი არხის”, „ფორმულას” და „ტვ პირველის” ჟურნალისტებისვის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

„ეს აფერხებს საჯარო დებატებსა და კრიტიკულ კონტროლს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის”, – წერს X-ზე.

მანამდე, გამოაქვეყნა პოსტი რუსულ კანონზე, სადაც ნათქვამია, რომ ის შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს ვალდებულებებთან.