აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა

პუბლიკა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა 12 მარტს მოხდა.

აფხაზური პორტალის ცნობით, შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ ის არ დაშავებულა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ არსებობს, საპრეზიდენტო კორტეჟის დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზის პირას,  პრეზიდენტის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის მანქანას შეეჯახა მანქანა, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აფხაზეთის ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას კომენტარს არ აკეთებენ.