აფხაზური ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს

პუბლიკა

„აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია ქართველი დეპუტატის გადაცემულ ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.

„აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით, ქართველ დეპუტატთა მიერ ჩამოტანილ ხატს არ იღებს და უკან უბრუნებს ქართულ ეკლესიას.

ეს მისია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლის ინფორმირების  გარეშე განხორციელდა. მსგავსი ქმედებები მიუღებელია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები 18 აგვისტოს აფხაზეთში ყოფნის ფაქტს არ უარყოფენ. ირმა ინაშვილის თქმით, ისინი აფხაზეთში ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად ჩავიდნენ. მათ ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე და „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლაშა საყანია დახვდათ. ამ შეხვედრაში მონაწილეობის გამო საყანიამ თანამდებობა დატოვა.