აფთიაქში სპეციალურ სამალავში 1500-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოვაჩინეთ – სააგენტო

პუბლიკა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

„დაწესებულებაში კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი მიმართავდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.

უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.