„აგერ ვუდებ ნიძლავს კობახიძეს იმაზე, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია“ - უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. მან ეთერში განაცხადა, რომ ნიძლავი აქვს ირაკლი კობახიძისთვის.

„კობახიძე დღეს უტიფრად გამოვიდა და თქვა, „ქართული ოცნება“ 11 დეკემბერს არ იქნება მარტო პარლამენტში. მე ვუდებ ნიძლავს, რომ იქნება მარტო და ვუდებ ნიძლავს მისთვის ყველაზე ძვირფასი რაც არის… აგერ მეც მაქვს თმა შესაჭრელი. თუ მარტო იქნება კობახიძე და „ოცნება“ მაშინ გადაიპარსავს თავს ის, თუ  ერთი ოპოზიცია მაინც იქნება გადავიპარსავ თავს მე. სხვანაირად მას არ შეიძლება ელაპარაკო, როგორ უტიფრადაც გამოდის და აი ასე შარჟით უნდა ელაპარაკო. ნიძლავს ვუდებ, ჟურნალისტები მივიდნენ და კითხონ იღებს თუ არა ჩემს ნიძლავს, “- განაცხადა გიგი უგულავამ.

საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს გაიმართა. მხარეები ისევ არ საუბრობენ მოლაპარაკების დეტალებზე. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკება ელჩების ჩართულობით გაგრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ 11 დეკემბერამდე შეთანხმება შედგება.